» » ტური ,,მოქანავე ლოდი ქვაყუნტია, რაჭის ქედის ტბები ჭიათურის სოფელ ხრეითში“
  • 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

  • ტურიზმი / ტურისტული სააგენტო / ტურისტული მარშუტები admin 1 318 30-03-2018, 20:56 1
  • ტური ,,მოქანავე ლოდი ქვაყუნტია, რაჭის ქედის ტბები ჭიათურის სოფელ ხრეითში“
    ტური ,,მოქანავე ლოდი ქვაყუნტია, რაჭის ქედის ტბები ჭიათურის სოფელ ხრეითში“.
    ჭიათურიდან ტურში მოანაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით 31 მარტს ღამის 11 საათამდე და შემოგვიერთდით ტურში 1 აპრილს 12 საათზე ჭიათურაში მერიის შენობის წინ.

    გასვლა თბილისიდან - 07:30 საათი
    დაბრუნება თბილისში - 23:00 საათი

    მოსანახულებელი ობიექტები: ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზა
    მდინარე ბუჯას ხეობაში არსებული სხვადასხვა უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები: 
    ,,ხრეითის ქვაყუნტია“, ,,მიწაძიგძიგას ტბა“, ხრეითის მთამსვლელ ჯაფარიძეთა სახლ-მუზეუმი

    სოფელ ხრეითში არაერთი ადგილის მონახულებაა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, მთამსვლელების – სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი, ზეციხის წმ. გიორგის ტაძარი, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი მიწის დასამუშავებელი იარაღები, სამჭედლოს, კერძოდ, საბერველის ნაშთები, თიხის მილების ნაწილები, ქურა, რკინის ნადნობის გროვა აჩენს ვარაუდს, რომ თავდაპირველი დასახლება ადრერკინის ხანაში უნდა დაარსებულიყო. სოფლის ჩრდილოეთით 15 კმ-ი მოშორებით მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალი საწალიკე (1996 მეტრი ზ.დ.).
    ხრეითის მოქანავე ლოდი ქვაყუნტია. სოფლის ტერიტორიაზე, ცენტრიდან 6 კმ-ის მოშორებით არის გამორჩეული ბუნების ძეგლი _ მოქანავე ლოდი, რომელსაც ადგილობრივები `ქვაყუნტიას~ უწოდებენ. მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ლოდი დაახლოებით 5-6 ტონას იწონის და მისი ზომები 1,5X2X1,3 მ-ს აღწევს. ბუნების ეს საოცრება განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან ერთი ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს. მოქანავე ლოდის უნიკალურ თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემადგენლობა (კირქვა) და ისიც, რომ იგი დაკარსტულ მასივზე მდებარეობს.
    რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე მიწაძიგძიგას ტბა. 
    საფეხმავლო მარშრუტი ჯამში 1 კმ.

    ღამის ჭიათურის პანორამული ხედები
    ყოფილ სსრკ-ში ყველაზე ძველი საჰაერო საბაგირო გზა აშენდა ჭიათურა-პერევისას მიმართულებით, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, აქვე ფუნციონიებს ყველაზე მეტად დახრილი საჰაერო საბაგირო გზა საქართველოში. ამ საჰაერო საბაგირო გზით სარგებლობა შეიძლება ღამის საათებში, საიდანაც კარგად ჩანს განათებული ჭიათურის მიდამოები, რომლებიც წარუშლელ კვალს დატოვებს ,,საჰაერო ვენეციის“-ჭიათურის ღამის პანორამებით.
    საჰაერო საბაგირო გზები უფასოა!!!

    ტურის ღირებულება არის 30 ლარი. ფასში შედის:
    ✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
    ✔ სამოგზაურო გამყოლი
    ✔ ფოტოგადაღება
    ✔ პიკნიკი ბუნებაში

    ფასში არ შედის 
    გასაბერი ნავით გასეირნება ტბაში. ფასი 5 ლარი.
    ცხენით სარგებლობა.

    ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით::
    598-97-78-85 სალომე
    558-66-26-68 თათია
    თანხა ჩარიცხეთ ანგარიშის ამ ნომერზე: GE75BG0000000563901200 
    ----------------------------------------------------------------------------------
    გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).скачать dle 12.0

Личные сообщения

Ваши переписки