• 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

საიტის საერთო წესები

1.საერთო დებულებები: 

— საიტზე რეგისტრაცია ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას. 
— წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან. 
— პირადი საკითხების განხილვისათვის საიტზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დასაჯოს დამნაშავე. 


2. იკრძალება: 

— უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. 
— წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, ნარკომანიის პროპაგანდა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი არეულობისკენ და ომისკენ მოწოდება. 
— სექსუალური უმცირესობების შევიწროვება, დაცინვა და შეურაცხყოფა. 
— წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება. 
— აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების დაყენება. ასეთი მომხმარებლის პროფილი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება. 
— სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება (მათ შორის მინაწერში), მათი პოპულარიზაციის მიზნით. 
— ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება. 
— სიახლეების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული. 
— მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად — ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის ან სხვა საშუალებით.


3. წესრიგის დაცვის ზომები: 

— წესრიგს იცავს საიტის ადმინისტრაცია ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას: 
— დახუროს და წაშალოს სიახლეები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს. 
— მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება. 
— ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია. 


4. სასჯელი წესების დარღვევისას: 

— ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია. 
— მეორე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე. 
— მესამე გაფრთხილება. 3-10 დღის ბანი. 
— სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დადებული წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე. 
— განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუფრთხილებლად მიეცეს სამუდამო ბანი. 
— თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან. 

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია.

лучшие игры бесплатно Заглянув один раз, вы обязательно бесплатные программы скачаете для пк с лучшего сайта последние хорошие фильмы смотреть онлайн на кинопортале или ещё можно шаблоны под dle 10.2 бесплатые на лучшем сайте.

Личные сообщения

Ваши переписки