» » ჭიათურაში ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
  • 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

  • ახალი ამბები / ტურისტული სააგენტო Admini 210 2-11-2017, 14:45 0
  • ჭიათურაში ადგილობრივი ბიზნესმენის დაფინანსებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
    ჭიათურაში, ქალაქის ავტოსადგურის შენობაში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. 

    ცენტრი, რომელიც ბიზნესმენ თეიმურაზ გაფრინდაშვილის დაფინანსებით შეიქმნა, ჭიათურაში ტურიზმის განვითარებას უზრუნველყოფს და უახლოეს მომავალში მრავალი საინტერესო სერვისის შეთავაზებას გეგმავს. აქ განთავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ, ხოლო დაინტერესებული პირები მოგზაურობის შესახებ მიიღებენ ყველანაირ ინფორმაციას. ასევე, იგეგმება საექსკურსიო მარშრუტებში ადგილობრივი საჯარო სკოლების ჩართვა.

    საინფორმაციო ცენტრის გახსნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზურაბ კუპატაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ბიზნესმენი თეიმურაზ გაფრინდაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ღონისძიებაში ასევე მიიღო მონაწილეობა ჭიათურის ახლად არჩეულმა მერმა პაატა ნადირაძემ, რომელიც თავისი უფლებამოსილების შესრულებას. უახლოეს დღეებში შეუდგება.

    "ჭიათურის ტურისტულ პოტენციალს დიდი პერსპექტივა გააჩნია, ამიტომაც ძალზე მისასალმებელია ტურისტული ცენტრის გახსნა.ტურიზმის განვითარება ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უნდა გახდეს და ამას სისტემური ხასიათი მიეცეს. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება," -აღნიშნა პაატა ნადირაძემ და ჭიათურაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის თსუ ასისტენტ -პროფესორს გიორგი დვალაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


    წყარო: http://topnews.com.ge/news/12650




    скачать dle 12.0

Личные сообщения

Ваши переписки