» » მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს
  • 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

  • ახალი ამბები Admini 79 31-10-2017, 18:53 0
  • მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს
    თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მანდაეთის მღვიმეში მომხდარი კიდევ ერთი ახალი აღმოჩენის შესახებ გიამბობთ.


    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის - ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, საინტერესო ადგილები გამოვლინდა, მათ შორის ზემო იმერეთის ტერიტორიაზეც. 

    ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან- გია და გელა ციცვიძეებთან, მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან: გიორგი მუმლაძე და ავთო ციცვიძესთან, აგრეთვე ლადო მუმლაძესა და ადგილობრივ მაცხოვრებელ ბონდო მუმლაძესთან ერთად მანდაეთის კარსტული მღვიმე შეისწავლეს. ადგილობრივმა მოყვარულ სპელეოლოგთა ჯგუფმა აღნიშნული მღვიმე რამდენჯერმე დალაშქრა და ექსპედიციის მოსაწყობად გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმის დიდი ნაწილის შეფასება. მანდაეთის მღვიმეს მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც ზაქარიას კლდის შახტი ეწოდებოდა. ექსპედიციის შედეგად დადგინდა, რომ მანდაეთის მღვიმეს აქვს ჩასასვლელი და გამოსასვლელი. კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით გამოირჩევა, ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენის, ზემო იმერეთის კარსტის მკვლევარის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი მიენიჭა. "მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფასტრქუტურის მოწყობა. აუცილებელია კარსტული მღვიმე იქნეს დაცული!," -აცხადებს გიორგი დვალაშვილი.



    წყარო: http://topnews.com.ge/index.php?newsid=6705скачать dle 12.0

Личные сообщения

Ваши переписки