» » ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს
  • 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

  • ახალი ამბები / სოფ. მანდაეთის საკრებულო Admini 75 31-10-2017, 18:42 0
  • ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მეორე და სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, სპელეოლოგმა ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში ექსპედიცია მოაწყვეს და უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.

    აღსანიშნავია რომ,აღნიშნულმა ჯგუფმა მანამდე მღვიმე რამდენიმეჯერმე დალაშქრა. 

    ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. 

    მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა. 

    მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია, მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. 

    მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.




    წყარო: http://topnews.com.ge/index.php?newsid=6705скачать dle 12.0

Личные сообщения

Ваши переписки