» » სპელეო ტური ჭიათურაში
  • 01
  • 1
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • html slideshow
  • 015
011 12 023 034 045 056 097 0158
carousel jquery by WOWSlider.com v8.8

  • აფიშა / ტურიზმი / ტურისტული სააგენტო admin salo 164 16-11-2017, 14:58 0
  • სპელეო ტური ჭიათურაში
                                                       სპელეო ტური ჭიათურაში
    19 ნოემბერს (კვირას), საქართველოს სპლეოკლუბი გთავაზობთ 1 დღიან დაუვიწყარ სპელეოლოგიურ ტურს ჭიათურაში.

    გასვლა ველოსიპედის ძეგლიდან - 07:30 საათი
    დაბრუნება ველოსიპედის ძეგლთან - 22:30 საათი
    (მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია)

    მოვინახულებთ:
    ✔ შემოდგომის ფერებში შეღებილ ლიხის ქედს (ჭერათხევი)
    სოფელი სვერი. ,,კოტიასკლდის“ მღვიმეში 2004 წელს ექსპედიციის წევრებმა პირველად კავკასიის არქეოლოგიის ისტორიაში პალეოლით ელი ადამიანის მთლიანი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც კოტე ცუცქირიძის საპატივსაცემლოდ სახელი - კოტე დაარქვეს. ჩონჩხის ასაკად არქეოლოგები 9 500 წელს ასახელებენ.
    საფეხმავლო მარშრუტი ჯამში1კმ.

    ✔ სოფელი მღვიმევი, ,,ძუძუანას მღვიმეში“ არქეოლოგების მიერ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველ დართულ ძაფს წარმოადგენს.
    საფეხმავლო მარშრუტი ჯამში1,5კმ.

    ✔ სოფელი თაბაგრევი. ,,საქაჯკარის მღვიმე“იმით არის გამორჩეული, რომ, აქ ადგილობრივი მაცხოვრებლის რამაზ კენჭოშვილის ინიციატივით მღვიმის ბუნებრივი რესურსები კარგად არის ათვისებული, მღვიმიდან გამომავალ ნაკადზე, კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მოწყობილი აქვს სატბორე (სათევზე) მეურნეობა, აგრეთვე მღვიმის შესასვლელთან მოწყობილია საპიკნიკე ადგილი, სადაც შესაძლებელია ტურის მონაწილეებმა მღვიმეში კომფორტულ გარემოში ივახშმონ.
    საფეხმავლო მარშრუტი ჯამში1კმ.

    ✔ დამატებითი ინფორმაცია: ტურის მონაწილეებს სასურველია ეცვათ სქელძირიანი ბათინკები, ან ბოტები მღვიმეებისკენ გადასაადგილებლად.

    ✔ ტურის ღირებულება გახლავთ - 24ლარი. 
    ✔ფასში შედის:
    ✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
    ✔ სპელეოგიდი
    ✔სპელეოჩაფხუტი
    ✔ფანარი

    ✔ფასში არ შედის კვება!!!
    საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად.
    დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
    გიორგი - 591936539


    პ.ს. ტურში წამომსვლელთა საყურადღებოდ, თანხა უნდა ჩაირიცხოს 18 ნოემბრის დილის 12 საათამდე.
    გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 1 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)скачать dle 12.0

Личные сообщения

Ваши переписки